"ნაპოლის" საიტის ცნობით, თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. მას სამედიცინო შემოწმება პინეტა გრანდეს კლინიკაში ჩაუტარდა, სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო და დღეს თერაპიის კურსი გაიარა.
რასპადორი განმეორებით შემოწმებას გაივლის და მისი მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეფასდება, თუმცა, სავარაუდოდ, 40 დღე მოუწევს უქმობა.
ზაფხულში "სასუოლოსგან" შეძენილმა რასპადორიმ ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა.