მიუხედავად მარცხისა, "სასუოლოს" რიგებიდან კარგი მატჩი ჩაატარა არმან ლორიენტემ. 24 წლის ფრანგმა გარემარბმა ნეაპოლელთა გულშემატკივრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "პარტენოპეის" ფანები სკანდირებდნენ და დე ლაურენტისს მის შეძენას სთხოვდნენ.
"დე ლაურენტის, გთხოვთ, ლორიენტე შეიძინე, მასთან ერთად "ნაპოლი" დამანგრეველი გახდება" - სკანდირებდნენ გულშემატკივრები.
ლორიენტე "სასუოლომ" გასული წლის ზაფხულს 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლორიანიდან" შეიძინა, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 4 გატანილი გოლი და 3 საგოლე პასია.
"ნაპოლი"
"სერია A მათ არ იმსახურებს" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა