ბონუს ანაზღაურება გატანილ გოლებზე - რა უწერია ოსიმენს კონტრაქტში და რა თანხის გამომუშავებასთან არის ის ახლოს

AutoSharing Option
Calcionapoli წერს, რომ ვიქტორ ოსიმენს "ნაპოლისთან" სეზონში გოლის გატანასთან დაკავშირებით კონტრაქტში სპეციალური პუნქტი აქვს ჩადებული.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, თუ ნიგერიელი სეზონში სერია A-ში 20 გოლს გაიტანს, ის ხელფასის გარდა ბონუსის სახით 130 000 ევროს მიიღებს.

24 წლის თავდამსხმელი დამატებით 130 000 კიდევ გამოიმუშავებს, თუ ის 25+ ბურთსაც დააგროვებს.

"პარტენოპეის" თავდამსხმელს კალჩოს მიმდინარე სეზონში ამჟამად 18 გოლი უფიქსირდება და წესით, ბონუს თანხების გამომუშავება არ უნდა გაუჭირდეს.

altკვარაცხელია და ოსიმენი "აინტრახტისთვის" სრულ მზადყოფნაში - ნიგერიელმა "ნაპოლის" ფანები დაამშვიდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
130 ათასი ბონუსი არაფერი იტალიის სერია ა -სთვის. მაგ თანხით მალე დაკარგავენ ოსიმენს და კვარას. ინგლისი, ესპანეთი ბერვად მეტს შეთავაზებს
vako
17:58 20-02-2023
0
ესეთი ბონუსები ოდესის ჩერნომორეცს აქვს (სერიოზულად).
25 გოლს რო კაცი გაიტანს სერია ა ში და 130 000 მისცემ. რა ვიცი.
მეგრელი
13:59 20-02-2023
0

სიახლეები პოპულარული