"ისინი ჩემპიონები არ არიან, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ" - ფედელემ "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Tele A-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა, იტალიელმა ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეადარა.

მისი თქმით, ჩემპიონი არც ერთი არ არის, თუმცა ამასთან უფრო ახლოს ქართველი ფეხბურთელია.

"არიან თუ არა ჩემპიონები ოსიმენი და კვარაცხელია? ვფიქრობ, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ, რადგან ნამდვილ ჩემპიონებად სულ რამდენიმე ფეხბურთელს ვთვლი. მაგრამ ჩემი აზრით, ამ ორს შორის ჩემპიონობასთან უფრო ახლოს ქართველი გარემარბია" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს
მდევარ "ინტერს" კი 15 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

alt"თუ მას გაუშვებთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ" - ფედელემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

alt"დე ლაურენტისი იტყუება, იტალიელი "კვარასაც" და ოსიმენსაც გაყიდის" - ფედელე

alt"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ წაიღო პრ...ს ტვინი,ამ ფიდელამ!
როლანდ
20:42 24-02-2023
0
Aba vin aris chempioni Parma?:))
Givi
14:47 21-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული