"ისინი ჩემპიონები არ არიან, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ" - ფედელემ "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Tele A-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა, იტალიელმა ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეადარა.

მისი თქმით, ჩემპიონი არც ერთი არ არის, თუმცა ამასთან უფრო ახლოს ქართველი ფეხბურთელია.

"არიან თუ არა ჩემპიონები ოსიმენი და კვარაცხელია? ვფიქრობ, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ, რადგან ნამდვილ ჩემპიონებად სულ რამდენიმე ფეხბურთელს ვთვლი. მაგრამ ჩემი აზრით, ამ ორს შორის ჩემპიონობასთან უფრო ახლოს ქართველი გარემარბია" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს
მდევარ "ინტერს" კი 15 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

alt"თუ მას გაუშვებთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ" - ფედელემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

alt"დე ლაურენტისი იტყუება, იტალიელი "კვარასაც" და ოსიმენსაც გაყიდის" - ფედელე

alt"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი მინდა ვთქვა.ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თავს არავის ვაძლევ (არც დისლაიქები დამაკლებს არაფერს ).კვარა და ოსი მართლა ვარსკვლავები არიან.ვენაცბალე გულში,მაგრამ ჩემპიონები არ არიან.ცოტა აკლიათ და ჩემპიონები კი არა კერპები გახდებიან.შეძახილმა ხე გაახმოო ანდაზაა,ხოდა ვაცალოთ დალოცვილებო.p.s. ინიციატივით გამოვდივარ.ნაპოლის საჩემპიონო თამაშზე რომელიმე ბარმა გაწიოს ხარჯი და თავდადება და დიდ ეკრანზე გვაჩვენოს მატჩი.პირველივეზე თუ ვერ შეძლეს მეორეზე ანალოგიური გააკეთონ.ერთად ვიზეიმოთ ასე ნანატრი ქართული ლეგენდის დაბადება
ჯელა
18:27 20-02-2023
1
ეს იტალიალი გრიშა ონიანი სად მონახეთ ისევ?)))
მეგრელი
16:04 20-02-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული