ვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ Bobo Tv-ის ეთერში "ინტერის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნერაძური" სერია A-ს საუკეთესო გუნდია.

"ინტერი" იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო გუნდია. სერია A-ში ისეთი ფეხბურთელები არავის ჰყავს, როგორებიც რომელუ ლუკაკუ, ედინ ჯეკო და ლაუტარო მარტინესი არიან. "ნერაძურის" ძლიერი სათადარიგოთა სკამიც ჰყავს, მათგან ბევრად მეტს ველოდები.

"ინტერს" ამ წელს არც ერთი თამაში არ უნდა წაეგო, ბევრი ქულა დაკარგეს. მიუხედავად ამისა, "ნერაძური" საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ "ნაპოლისგან" ასე შორს არ იყოს" - განაცხადა ვიერიმ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 65 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ინტერი" კი 47 ქულით მეორე ადგილზეა.

alt"იმ ღამით ბერლინში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მე რაღაც მაინც არ მაძლევდა მოსვენებას" - ფრაგმენტი კრისტიან ვიერის ცხოვრებიდან

altკრისტიან ვიერი: თავდამსხმელი რომ იყო, საკმარისია, "ინსტაგრამი" კარგად მართო

მკითხველის კომენტარები / 23 /
კრისტიან, ამას იმიტომ იძახი, რომ ნაპოლიმ მასთან შეხვედრა წააგო?
იცი რატომ წააგო? იმიტომ რომ ხვიჩა ფორმაში არ იყო... ნეაპოლში კი მილანელებს ჭკუას ასწავლის ნაპოლი და მერე ვნახოთ თუ როგორ აზრზე იქნები!
ლაშა
11:34 01-03-2023
0
კრისტიან,ძამა,რაც შენ მთელი კარიერის მანძილზე იხლაფორთე, კვარამ სადებიუტო სეზონში შეძლო და რავიცი ...
ALONZO
12:25 01-03-2023
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული