ვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ Bobo Tv-ის ეთერში "ინტერის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნერაძური" სერია A-ს საუკეთესო გუნდია.

"ინტერი" იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო გუნდია. სერია A-ში ისეთი ფეხბურთელები არავის ჰყავს, როგორებიც რომელუ ლუკაკუ, ედინ ჯეკო და ლაუტარო მარტინესი არიან. "ნერაძურის" ძლიერი სათადარიგოთა სკამიც ჰყავს, მათგან ბევრად მეტს ველოდები.

"ინტერს" ამ წელს არც ერთი თამაში არ უნდა წაეგო, ბევრი ქულა დაკარგეს. მიუხედავად ამისა, "ნერაძური" საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ "ნაპოლისგან" ასე შორს არ იყოს" - განაცხადა ვიერიმ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 65 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ინტერი" კი 47 ქულით მეორე ადგილზეა.

alt"იმ ღამით ბერლინში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მე რაღაც მაინც არ მაძლევდა მოსვენებას" - ფრაგმენტი კრისტიან ვიერის ცხოვრებიდან

altკრისტიან ვიერი: თავდამსხმელი რომ იყო, საკმარისია, "ინსტაგრამი" კარგად მართო

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს როგორც პიროვნება (და არა როგორც ფეხბურთელი) რა ***-ც იყო, იგივე დარჩა
fani
02 მარტი 2023 22:10
0
ინტერი საუკეთესო იყო კალჩოპოლის მერე წლებში, კონკურენტები რომ აღარ ყავდა, ისე ბოლო იტალიური კლუბი კი არის ვინც ლიგა მოიგო...... ჯერ ჯერობით...
???
02 მარტი 2023 13:19
0
ნაპოლი ინტერს 36-ე ტურში ხვდება (სულ 38 ტურია), როდესაც დიდი ალბათობით ნაპოლი უკვე ჩემპიონი იქნება.
ზაქრო
02 მარტი 2023 10:10
0
ბობო ცხრილს შეხედე ცხრიილს.
გეგი
01 მარტი 2023 22:31
1
კი საუკეთესო გუნდია, ხორცათა ანუ სუფთა წონითა, მარტო ლუკაკუ იწონის იმდენს რამდენსაც ნახევარი ნაპოლი.დდდ
ეეე
01 მარტი 2023 22:15
2
კი კი აპაა
lsd
01 მარტი 2023 20:42
0
ფიცი მწამს,სატურნირო ცხრილი მაკვირვებს.
???
01 მარტი 2023 20:05
0
გუშინდელი მოგების შემდეგ კრემონეზეს ქომაგებიც თვლიან, რომ სერიას საუკეთესო გუნდი სწორედ მათ ჰყავთ... აბა, სცადეთ და ეკამათეთ...
დდდ
01 მარტი 2023 19:54
0
კი. "ინტერი" საუკეთესოა იტალიაში და მე პსოფლიო ჩემპიონი ვარ მარათონულ დისტანციაზე სირბილში! :) ))))))))))))))))))))
დავით
01 მარტი 2023 18:55
0
ეხლა უკვე ატ...ებ))) ჯეკო არ მხიტარიანი კიდე)) ყველა კარგია ეგენი, მაგრამ სახელებით რო ავითოთ იუვე ჯობნის და დე ფაქტო ნაპოლი და მისი ფეხბურთელები
რეზო
01 მარტი 2023 17:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული