"მათ ფული მოიპარეს!" - "ნაპოლის" პრეზიდენტი ფეხბურთელების კონტრაქტებზე ალაპარაკდა და სკანდალური განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფიფას შეუტია. მან მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ფულის მოპარვაში დაადანაშაულა:

"რატომ უნდა გავუფორმოთ ფეხბურთელებს ხელშეკრულებები 5 წლის (წესი იტალიის ჩემპიონატში) განმავლობაში და რატომ არ უნდა მქონდეს უფლება, რომ ეს 8 წლით გავაკეთო?!

აგენტები დიდი პრობლემაა. თუ ინდუსტრია არსებობს, რატომ უნდა იყოს კონტრაქტები 5 წელი (წესი იტალიაში). რატომ არ შემიძლია 8-წლიანი კონტრაქტის დადება.

2 წლის შემდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ფეხბურთელი აგენტებს იცვლის და ფულს მაინც ვერ აკეთებს, ის ბრაზდება. ამიტომ შენ გიწევს მასზე ზეწოლა მოახდინო და 5-10
მილიონი საკომისიო აიღოს.

უყურეთ Netflix-ზე რას აკეთებს ფიფა ბოლო დროს? - მათ მოიპარეს მილიარდები! ისინი შვეიცარიაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ ექვემდებარებიან ევროპულ იურისდიქციას და არავინ აკონტროლებს", - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისთან" კონტრაქტს, სავარაუდოდ, გუნდის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა 8 წელი, სამუდამო კონტრაქტის გაფორმება არ ჯობია?! ვერ გაძღა თქვენი გაუმაძღარი მუცელი.
Giusha3232
18:01 07-03-2023
1
ამან დიდი კატა არ გამოთხაროს, აცადოს კლუბს სკუდეტოს მოგება!
სააკაძე
16:57 07-03-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული