"იუვენტუსს" სასამართლოს, ქულების დაბრუნებისა და "ნაპოლისთან" მიახლოების იმედი აქვს - 100-გვერდიანი სარჩელი

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ი ადვოკატ პიერლუიჯი მატერას "იუვენტუსის" სასჯელის შესახებ ესაუბრა. ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, სამართლიანობაზე მეტად მედიის გავლენა არსებობდა. მატერას სწამს, რომ სიტუაცია კლუბისთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

როგორც ცნობილი გახდა, ტურინულმა გუნდმა მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ 100-გვერდიანი სარჩელი მოამზადა და სიმართლის დამტკიცებას ფედერალურ სასამართლოში (TAR) აპირებს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, "იუვენტუსს" 15 ქულა კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის საკითხზე ჩამოაკლეს. ტურინელებს ახლა 35 ქულა აქვთ, გადაწყვეტილების შეცვლისა და წართმეულის დაბრუნების შეთხვევაში კი "ინტერს" გაუთანაბრდებიან, რომელსაც 50 ქულა აქვს და ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" 15 ქულით ჩამორჩება.

სერია
"ა"-ს მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ნეაპოლელებმა "იუვე" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხეს, მეორე მატჩი კი 23 აპრილს შედგება.

altროდისაა მოსალოდნელი "ნაპოლის" ჩემპიონობის გაფორმება? - დარჩენილი 13 ტურის ანალიზი

alt"იუვენტუსი" მკაცრად დასაჯეს - 15 ქულა ჩამოაკლეს და მე-10 ადგილზე დაქვეითდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
უნდა დაისაჯოს ისინი ვინც დოკუმენტები გააყალბა, ისევე როგორც ბაიერნის პრეზიდენტმა ჰიონესმა ციხე მოიხადა, რა შუაშია ქულების დაკლება.
რრრ
09 მარტი 2023 21:58
0
რომც დაუბრუნონ , მიახლოება , ხმამაღალი ნათქვამია :)
ზურა
09 მარტი 2023 20:53
2
მიახლოებაზე არაა აქ ლაპარაკი , იუვე ჩემპ. ლიგაზე გავა რაც ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის
ლშა_იუვენტინო
10 მარტი 2023 16:31
0
უკეთესიც იქნება. მაინც ვერ დაეწევა, სპეკულაციებიც არ იქნება!! უფრო "ღირსეული" ჩემიოპნი იქნება
beqa
09 მარტი 2023 18:45
1
რა თქმა უნდა უფრო ღირსეული ჩემპიონი იქნება.იუვეს ფანებიც კი,ვერ გაბედავენ,რაიმეს თქმას.
სოსო
09 მარტი 2023 21:13
0
ისედაც ღირსეულია
ბაჩი
09 მარტი 2023 19:50
2

სიახლეები პოპულარული