იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ (FIGC) პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "იუვენტუსი" დასაჯა.
პროკურორმა სასამართლოს ტურინული კლუბისთვის 9 ქულის ჩამოკლება შესთავაზა, მაგრამ განაჩენი უფრო მკაცრი გამოუტანეს - 15 ქულა ჩამოაკლეს და მეათე ადგილზე დაქვეითდა.
"იუვენტუსი" გამტყუნებულ იქნა კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის საქმეზე, რომელშიც აგრეთვე "სამპდორია", "პრო ვერჩელი", "ჯენოა", "პარმა", "პიზა", "ემპოლი", "ნოვარა" და "პესკარა" იყვნენ ეჭვმიტანილნი, თუმცა ყველა გაამართლეს.
დაისაჯნენ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც ადრე გადადგნენ: ანდრეა ანიელი და მაურიციო არივაბენე 24-24, ფაბიო პარატიჩი 30, ფედერიკო კერუბინი 16, ხოლო პაველ ნედვედი 8 თვით არიან
დისკვალიფიცირებულები.
დისკვალიფიკაცია ვრცელდება იტალიურ ფეხბურთში მუშაობაზე. სასამართლომ უეფასა და ფიფას წინაშე წარადგინა მოთხოვნა, რომ აღნიშნული პირების სასჯელი ამ ორგანიზაციების ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზეც გავრცელდეს.
"იუვენტუს" გამოტანილი ვერდიქტის იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გასაჩივრების უფლება აქვს.