"დაუბრუნეთ "იუვენტუსს" 15 ქულა! - ფედელე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში "იუვენტუსს" კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის გამო 15 ქულა ჩამოაკლეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კი ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე კარგად ნაცნობი საფეხბურთო აგენტი და "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე პეტიციის შექმნასა და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

"იმედი მაქვს, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია "ბიანკონერის" 15 ქულას დაუბრუნებს.

იმ შემთხვევაში, თუ "ნაპოლი" სკუდეტოს მოიგებს, ხალხი იტყვის, რომ ეს "იუვენტუსის" შემთხვევის გამო მოხდა. "პარტენოპეის" სანუკვარი მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დარჩა. ყველამ იცის, რომ "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა გადავწყვიტე შევქმნა პეტიცია, რომ
"ბიანკონერის" ქულები დაუბრუნონ", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 68 ქულით ლიდერობს, ხოლო "იუვენტუსი" 38 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

alt"მეკარეს ფეხით თამაში უნდა შეეძლოს, მას ხასიათიც არ გააჩნია" - ფედელემ ამჯერად მერეტს შეუტია

alt"პირლოს "იუვენტუსი" უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი "ნაპოლი" - ფედელე აგრძელებს

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"კარგი მწვრთნელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს" - ფედელე სპალეტიზე

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიეცით იუვენტუსს 31 ქულა, დაუმატეთ გატანილი ბურთები და სასწრაფოდ დაამთავრეთ ჩემპიონატი.
1
14 მარტი 2023 12:44
0
მართალია ეს კაცი ამჯერად!
იუვეს რომ დაუბრუნონ 15 ქ. მაინც ვერ შეძლევს ნაპოლის დაწევას, მაგრამ ქულების ჩამოკლება ყველაზე არასწორია. შეიძლება კლუბს სანქციები დაუწესო, ფულადი ჯარიმა აჰკიდო, მაგრამ ქულების დაკლება რაშუაშია?! ერთი ის მოიფიქროს ვინმემ, არასწორი მსაჯობის გულისთვის, როდესაც ვარზე გადამოწმება მიზანმიმართულად და საეჭვოდ არ ხდება, მაშინ რატომ არ გადაიხედება შედეგი?
ლაშა
13 მარტი 2023 14:00
13
რაღა ეს და რაღა კავაზაშვილი :) ყველა ქვეყანას თავის ჯამბაზი ყავს!
კირკიტა
13 მარტი 2023 17:19
0
იმ 15 ქულას კიდევ 5 რომ დაუმატოთ არაფერი გეშველებათ. ნაპოლი ჩემპიონი გახდება.
G.LA
13 მარტი 2023 14:33
1
ამას ბავშვობაში მაცივარი აქვს თავში მორტყული.. ;დ
ქუთაისელი
13 მარტი 2023 17:02
0
ეს კია დებილი მაგრამ აქ ვეთანხმები--ის ქულები რომ არ დაუბრუნონ იუვეს ბოღმა ქომაგები დაიხვევენ მართლა ენაზე რომ ნაპოლი იმიტომ გახდა ჩემპიონი რომ იუვეს ქულები ჩამოაკლესო ! და იმასაც არ შეხედავენ რომ დაბრუნებული ქულებითაც ვერ დაეწე~ოდნენ DD
zura222
13 მარტი 2023 18:53
5
""ბებერი ქალბატონის" გულშემატკივარი არ ვარ" врёт как дышит! :D
გივი
13 მარტი 2023 14:01
1
ამ კაცის დაწყნარებული, მშვიდი ფოტო არ არსებობს ? თუ სულ ასეთია?
რაბუ
14 მარტი 2023 00:07
1

სიახლეები პოპულარული