"ნაპოლიმ" ლობოტკას კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ნახევარმცველ სტანისლავ ლობოტკას 2025 წლამდე მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე გაუგრძელა. ახალი ხელშეკრულება თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ 28 წლის სლოვაკის სეზონური გასამრჯელო 2.8 მილიონი ევრო იქნება და კიდევ 500 ათასის ბონუსების სახით მიღება შეეძლება.

ლობოტკა "ნაპოლიში" 2020 წლის იანვარში "სელტადან" გადავიდა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 30 მილიონია, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული