"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. "რომას"ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეის" შეუცვლელი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკაა.

"კვარა" თუ ოსიმენი? მე ლობოტკას ვირჩევ. სლოვაკი "ნაპოლის"შეუცვლელი ფეხბურთელია. ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. გუნდს წინ სწორედ ლობოტკა მიუძღვება და "პარტენოპეის" შეტევებს მისი ეფექტური თამაში განაპირობებს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 68 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს.

altკასანო: "ნაპოლის"

მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს

alt"პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ..." - კასანომ ხვიჩასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

alt"ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს, მაგრამ კვარა..." - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 18 /
არ მესმის რა ასეთი კითხვის და მომკალით.როგორ შეიძლება ამათი ერთმანეთთან შედარება,ვინც ასეთ კითხვას სვამს,ფეხბურთის აზზე არაა.სამივე სხვადასხვა ადგილას თამაშობს და როგორ? 11-ვე უნდა იყოს თავის ადგილზე მოწოდებით სიმაღლეზე.
კახა ქ.
09:59 15-03-2023
0
ლობოტკა ძალიან მაგარია, მაგრამ ფაქი სახეზეზეა, ოსიმენის და ხვიჩას გარეშე ნაპოლი 4-თვის იბრძოლებდა.
დათო
22:50 14-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული