"ბაიერნს" ვიქტორ ოსიმენი ეძვირა

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის სამსახურით ევროპის ოთხი ტოპ-კლუბია დაინტერესებული, - იტყობინება Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

ეს კლუბებია: "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", პსჟ და "მანჩესტერი", რომლებიც უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელს.

მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში ერლინ ჰოლანი და ხულიან ალვარესი ჰყავს, "სიტიმ" "ნაპოლის" ტრანსფერზე მიმართა. ნიგერიელის შეძენის სურვილი "ბაიერნსაც" ჰქონდა, მაგრამ იმ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არაა, რომელსაც სავარაუდოდ ვიქტორში მოითხოვენ.

ამ სეზონში ოსიმენმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იაფად ქვილითაია არის, შეთავაზეთ ვინმემ.
გია პაპა
20:43 15-03-2023
5
ეს ძუნწი გერმანელები ნახე რაა!! ჯერ ვინ მოგცემთ 100-მილიონად რო გეძვირათ კიდეც?? 150-მილიონზე ნაკლებათ არავის დაელაპარაკებიან მაქსიმუმ 10-15 მილიონი დააკლონ მერე თუ გადამწყვეთ ფაზაში შევიდა რომელიმე გუნდი ოსიმენისთვის ბრძოლაში და მაგ ფულსაც ბონუსებში გაასწორებინებენ,,ბაიერნს კიდე ყავდეს ის თავისი ჩუპაჩუპსი თუ მიტინგი და დაელოდოს როდის გამოჩნდება ლევანდოვსკის ნაირი თავისუფალი აგენტი ბაზარზე
გელა
09:08 16-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული