დე ლაურენტისი გამონაკლისზე მიდის - როგორ აპირებს ის ოსიმენის შენარჩუნებას

AutoSharing Option
Republica-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს და ამისთვის ემზადება კიდეც.

ამისთვის "პარტენოპეის" მფლობელი მზადაა, ის სახელფასო ჭერი გადალახოს, რომელიც მის კლუბშია დაწესებული.

ამჟამად ნიგერიელი ფორვარდი 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და პლუს ბონუსებს, მაგრამ დე ლაურენტისი მზადაა, გამონაკლისი დაუშვას და თანხა მნიშვნელოვნად გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი არაერთი მსოფლიო გრანდის სამიზნეა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რაც არ უნდა გაუზარდოს ლაურენტისმა მეეჭვება შეეიძლება თვითონ ოსიმენს აღარ უნდოდეს ნაპოლიში დარჩენა მომდევნო სეზონში ამხელა მადლს ისხამს 30 წლიანი გვალვის შემდეგ ნაპოლის სკუდეტოს უბრუნებს და შესაძლოა ამ გამარჯვებულის პედესტალიდან უნდოდეს წავიდეს ნეაპოლიდან ესეც არგუმენტია და მომდევნო სეზონიდან როგორც თვითონ ამბობს გადავა დიდი ალბათობით თავის ფავორიტ ჩემპიონატში ნისლიან ალბიონზე. ოსის და კვარას უნარებს რაც შეეხება ოსის აქვს დაუღალავი ენერგია, სისწრაფე, ათლეტიციმზი, პოზციციონირება, მოძრაობა. ფინიშინგიც კარგი აქვს. და არამგონია მისი გოლების რაოდენობა ინგლისში მკვრთრად შემცირდეს. ტიპი აფრიკული ვეფხვივით სულ შემართულია და სულ "დუხზეა" ეს ინსტიქტი ფეხბურთელის უნარინობას ერთი ორად უფრო მეტად ზრდის ეს ბევრ ფეხბურთულს არ აქვს.
კვარაზე კიდევ რა ვთქვა - გენიაა კრეატივის მონსტრი და ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელების კალიბრის ჰაილაითებს დებს სტაბილურად. არაორდინარული გადაწყვეტილებები, მრავალმხრივი ტექნიკური არსენალი დრიბლიგნისას და ორივე ფეხით მაგარი დარტმა პლუს ელიტარული მოედნის ხედვა.
ატალანტას რომ გოლი გაუტანა, მსგავსი სილამაზის გოლზე პრაიმში მყოფი მარადონაც ულაპარაკოდ მოაწერდა ხელს.
Charley
13:28 21-03-2023
4
ოსიმენს და კცარას 3-3 მილიონს მომუმატებდი, დანარჩენებს ძირითადის მოთამაშეებს თითო მილიონს, სულ გამოვა 20-მდე და 1 წელი შევინარჩუნებდი ამ ბრწყინვალე გუნდს, ამ ინვესტიციას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გამომუშავებული ფულით დავფარავდი, ან თუნდაც რასპადორის გაყიდვით, ამ გუნდის დაშლა საცოდაობაა მართლა.
მეგრელი
11:35 21-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული