"ნაპოლი", ალბათ, ნდომბელეს დაემშვიდობება

AutoSharing Option
Il Matino-ს ცნობით, "ნაპოლი" ზაფხულში "ტოტენჰემისგან" ნახევარმცველ ტანგი ნდომბელეს კონტრაქტს არ გამოისყიდის.

ნდომბელე ნეაპოლურ გუნდში გასული წლის ზაფხულში გადავიდა, საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, შეეძლოთ 28 მილიონ ევროდ გუნდში დაეტოვებინათ, მაგრამ თანხა ეძვირათ და შეიძლება მოლაპარაკებები ფასის დაკლებაზე ან იჯარის გაგრძელებაზე წამოიწყონ.

თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, 26 წლის ნდომბელეს "ტოტენჰემში" დაბრუნება მოუწევს და მის 30 მილიონად გაყიდვას შეეცდებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თქმა უნდა არ უნდა დაიტოვონ არაფერი მაგარი ფეხბურთელი ეგ არაა მითუმეტეს 28 მილიონი კი არა 10 მილიონიც არაა მისი ფასი ! მითუმეტეს დუბლის ფეხბურთელია და მაგალითად ელმასი ბევრად ჯობია
zura222
22:06 21-03-2023
4
საინტერესოა რასპადორი სიმეონეს თუ დაიტოვენ. პირველს ალბათ კი, ახალგაზრდაა და იტალიელი თან. თუმცა ნაპოლის ძირითადის ფეხბურთელობას მაინც არ შეესაბამება. ოსიმენის და კვარას დონემდე ბევრი აკლია. მეორეც არ არის ურიგო თავდამსხმელი, თან როგორც შეცვლაზე შემომსვლელი. მაგრამ აუცილებელი იქნება ვინმე კარგი გამტანის მოყვანა, თუ ვერ შეინარჩენეს ნიგერიელი
რასპადორი და სიმეონე?
21:31 21-03-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული