კიმ მინ ჯემ განაცხადა, რომ "ნაპოლის" დატოვებას არ აპირებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კიმ მინ ჯეს სამსახურით "ტოტენჰემი" და "მანჩესტერი" არიან დაინტერესებული. გუნდის შესაძლო გამოცვლის თაობაზე კომენტარი კორეელმა გააკეთა.

"ეს ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. მე მინდა ჩემს გუნდზე ვიყო კონცენტრირებული. ბევრ ტურნირზე მომიწევს თამაში. ეს ჭორები უკვე ოთხი წელია ვრცელდება, რაც სასიამოვნო არაა. მინდა ჟურნალისტებმა ასეთი ინფორმაციები არ გაავრცელონ.

სატრანსფერო ჭორები არ მაღელვებს, რადგან სიცრუეა. გუნდზე ვფიქრობ და არა ამ სისულელეზე. ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზაფხულში სადმე წავალ", - ციტირებს კიმ მინ ჯეს
90min-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული