ხვიჩა-ზლატანი - პირველი სერია 2 აპრილს სავარაუდოდ, არ შედგება

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ი წერს, რომ "მილანის" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან გუშინ პერსონალურად ივარჯიშა.

41 წლის ფეხბურთელს ექიმები აკვირდებიან და ცდილობენ, რომ ვეტერანი შვედი მალე ჩააყენონ მწყობრში, მაგრამ ყველაფერი უშუალოდ 2 აპრილს გადაწყდება.

როგორც იცით, სწორედ ამ დღით "როსონერი" Stadio Diego Armando Maradona-ზე სერია A-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც შეხვდებიან. დიდი ალბათობით, საკლუბო დონეზე ხვიჩა-ზლატანის პირველი სერია არ შედგება, მაგრამ გუნდებს წინ კიდევ 2 დაპირისპირება აქვთ...
მკითხველის კომენტარები / 9 /
უბრალოდ მილანს ჩ.ლ-ზე 8 დღეში ხვდება,სადაც დიდი ფულია სასწორზე და მეშინია შეგნებული ტრავმა არ მიაყენონ მთავარ ვარსკვლავებს.მაგრამ ზოგიერთს ტვინი არა აქვს და თავი არასოდეს ატკივდება.
ამაშია საქმე
11:55 31-03-2023
2
ვერ გავიგე რატომ არ უნდა ითამაშოს.? ფეხბურთელი იმიტომაა რომ ყველა თამაშზე დაიხარჯოს. წვიმაშიც ქარშიც და თოვლშიც. რაც შეეხება ტრამვებს მაგისგან არავინაა დაზღვეული. ღმერთმა ნუ ქნას და ლიგაზე შეიძლება პირველივე წუთზე მიიღო ტრამვა. დღეს ფეხბურთი მარტო სანახაობა არაა ფეხბურთელისთვის, იგივე ბრძოლაა და ომი
დავით 67
03:11 31-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული