ხვიჩა-ზლატანი - პირველი სერია 2 აპრილს სავარაუდოდ, არ შედგება

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ი წერს, რომ "მილანის" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან გუშინ პერსონალურად ივარჯიშა.

41 წლის ფეხბურთელს ექიმები აკვირდებიან და ცდილობენ, რომ ვეტერანი შვედი მალე ჩააყენონ მწყობრში, მაგრამ ყველაფერი უშუალოდ 2 აპრილს გადაწყდება.

როგორც იცით, სწორედ ამ დღით "როსონერი" Stadio Diego Armando Maradona-ზე სერია A-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც შეხვდებიან. დიდი ალბათობით, საკლუბო დონეზე ხვიჩა-ზლატანის პირველი სერია არ შედგება, მაგრამ გუნდებს წინ კიდევ 2 დაპირისპირება აქვთ...
მკითხველის კომენტარები / 9 /
სპალეტის ვურჩევ მილანთან ხვიჩა და ოსიმენი საერთოდ არ დააყენოს.სიფრთხილეს თავი არა ტკივა.შეგნებულად ტრავმა არ მიაყენონ.
ამაშია საქმე
15:41 30-03-2023
11
ველით დიდ სანახაობას...ხვიჩა კვლავ გაიბრწყინებს...
ტორპედოელი
14:31 30-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული