გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა საზარდულის ტრავმა მიიღო.
სერია A-ს ბომბარდირი 2 აპრილს "მილანთან" მატჩს გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ვიქტორის შესაძლო დაბრუნებას, ამას მოგვიანებით გავიგებთ.
რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" ქომაგებისთვის ეს სიახლე დასანანია, რადგან მეოთხედფინალური შეხვედრები გუნდს კარს მოადგა. შეგახსენებთ, ლიგაზე "ნაპოლი" "მილანს" 12 ("სან სიროზე") და 18 აპრილს (მარადონას სახელობის მოედანზე) შეხვდება.
რაც შეეხება სერია A-ს აღნიშნულ მატჩს, შეხვედრა 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
მომზადებულია onefootball-ის მიხედვით
კვარას ნებისმიერი უგოლო თამაში მაინც ჩავარდნად ეთვლება, იმხელაა მოლოდინები, არც მიკვირს ეგ.
მილანის ლამაზი ფეხბურთი მე არ მინახავს, ალბათ როგორც წინა თამაშზე უვარდებოდნენ კვარას ფეხებში და ეუხეშებოდნენ ისე იქნება.