"გინდათ გადარჩეთ? - დატოვეთ სუპერლიგა" - უეფამ "იუვენტუსს" ფაქტიურად ულტიმატუმი წაუყენა

AutoSharing Option
თურმე სად მარხია ძაღლის თავი

ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო, "იუვენტუსს" სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს, თუმცა ბრალდების მხარე ტურინული კლუბის საეჭვო პარტნიორული შეთანხმებების საკითხის განხილვას მოითხოვს, შეიძლება უფრო მკაცრადაც დასაჯონ და ევროტურნირებიდანაც მოკვეთონ. ამ დროს კი უეფა მზადაა "იუვეს" დახმარების ხელი გაუწოდოს - რა თქმა უნდა, უანგაროდ არა.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ამისათვის "იუვენტუსი" სუპერლიგის პროექტიდან უნდა გამოვიდეს.

"იუვენტუსის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ორი წლის წინ ახალი ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რაც ჯერ ვერ განხორციელდა და ამ პროექტში სამი კლუბი
დარჩა - "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა". უეფა "ბებერ ქალბატონს" იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ მისგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება გადადგმული. უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მზადაა დაეხმაროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ტურინული კლუბი სუპერლიგის დატოვების თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და აღნიშნულ საკითხზე "რეალთან" და "ბარსელონასთან" თანამშრომლობას შეწყვეტს.

გამოცემა ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" ახალი ხელმძღვანელობა ულტიმატუმზე დათანხმდება.

სუპერლიგის შექმნის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ უეფამ ევროპულ ფეხბურთში უკანონო მონოპოლია შექმნა, საქმეს ევროკავშირის სასამართლო განიხილავს და ვერდიქტს წელს გამოიტანს. უეფას მიზანია "იუვენტუსმა" სუპერლიგა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კი მართალია უეფამ მონიპოლია შექმნა, მაგრამ , ეხლა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ყველა ქვეყნის ჩემპიონს აქ (ევროპის ქვეყნებს) და სუპერლიგის ფორმატი კი სუფთა ბესპრიდელია, მაგალითად 16 ბობოლა გუნდი იამაშებს, არც არავინ გავარდება და არც არავინ დაემატება, მანჩესტერმა თუ სეზონი ჩააგდო და მეცხრეზე გავიდა მაინც ითამაშებს სუპერლიგაზე, ან მილანმა ან ბაიერმა ან პსჟმ ან ჩელსიმ, შეიძლება ვიღაცა საერთოდ ქვედა ლიგაში ამოყოს თავი მაგრამ მაინც ითამაშებს სუპერლიგას , უფრო კომერციული გახდება როგორც 6 ერი და ეგაა, განუკითხაობაა და მეტი არაფერი.
გიო
00:56 02-04-2023
0
ნაკრებში რომ ვარსკვლავებს არ გამოუშვებს ეს ე.წ სუპერ ლიგა, როგორც ნბა და ნხლ არ უშვებს, მერე ილაპარაკე ასე აღფთოვანებით თუ ბიჭი ხარ მაგ პროექტზე.დდდ
სანდროს
18:31 02-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული