"გინდათ გადარჩეთ? - დატოვეთ სუპერლიგა" - უეფამ "იუვენტუსს" ფაქტიურად ულტიმატუმი წაუყენა

AutoSharing Option
თურმე სად მარხია ძაღლის თავი

ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო, "იუვენტუსს" სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს, თუმცა ბრალდების მხარე ტურინული კლუბის საეჭვო პარტნიორული შეთანხმებების საკითხის განხილვას მოითხოვს, შეიძლება უფრო მკაცრადაც დასაჯონ და ევროტურნირებიდანაც მოკვეთონ. ამ დროს კი უეფა მზადაა "იუვეს" დახმარების ხელი გაუწოდოს - რა თქმა უნდა, უანგაროდ არა.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ამისათვის "იუვენტუსი" სუპერლიგის პროექტიდან უნდა გამოვიდეს.

"იუვენტუსის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ორი წლის წინ ახალი ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რაც ჯერ ვერ განხორციელდა და ამ პროექტში სამი კლუბი
დარჩა - "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა". უეფა "ბებერ ქალბატონს" იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ მისგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება გადადგმული. უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მზადაა დაეხმაროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ტურინული კლუბი სუპერლიგის დატოვების თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და აღნიშნულ საკითხზე "რეალთან" და "ბარსელონასთან" თანამშრომლობას შეწყვეტს.

გამოცემა ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" ახალი ხელმძღვანელობა ულტიმატუმზე დათანხმდება.

სუპერლიგის შექმნის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ უეფამ ევროპულ ფეხბურთში უკანონო მონოპოლია შექმნა, საქმეს ევროკავშირის სასამართლო განიხილავს და ვერდიქტს წელს გამოიტანს. უეფას მიზანია "იუვენტუსმა" სუპერლიგა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
და სად არის ეგ ნბა და ნჩლ-ი?! რამდენ ქვეყანაშია მაგ კონტინენტზე ეგ სპორტის სახეობები განვითარებული?! ფეხბურთის (სოკერის) ლიგაც შექმნეს მაგრამ რატომ ვერ არის ეგ ლიგა ნბა-ს და ნჩლ-ის დონის 5 პროცენტიც?! ან სად კალათბურთი და ჰოკეი და სად ფეხბურთი! მე კალათბურთზე ღამეებს ვათენებ მაგრამ ფეხბურთი ყველა სპორტის სახეობას ერთად აღებულს სინათლის წლით უსწრებს!
ზვიადი
03 აპრილი 2023 16:50
0
ნაკრებში რომ ვარსკვლავებს არ გამოუშვებს ეს ე.წ სუპერ ლიგა, როგორც ნბა და ნხლ არ უშვებს, მერე ილაპარაკე ასე აღფთოვანებით თუ ბიჭი ხარ მაგ პროექტზე.დდდ
სანდროს
02 აპრილი 2023 18:31
0
სანდრო ყველაფერში გეთანხმები მაგრამ ერთადერთი რისაც მეშინია ის არის რომ ნბა და ნხლ სხვა სამყაროა ევროპიდან შორს ამერიკის კონტინენტზე ხოლო სუპერლიგა აქვე იქნება და ტოპ ეროვნულ ჩემპიონატებში გულშემატკივრების დამოკიდებულება ხომ არ გაცივდება.
ამაშია საქმე
02 აპრილი 2023 13:22
0
ენბიეი,ენეიჩელი ზუსტად არის აგებული სუპერლიგის პრინციპებზე და ამან არ დაღუპა არც კალათბურთი და არც ჰოკეი, პირიქით სამოყვარულო გუნდები გადაიქცნენ პროფესიონალური სპორტსმენების სამჭედლოდ.
ეს არაფრისმაქნისი, კორუმპირებული ფიფა,უეფა,ფიბა არიან წინააღმდეგ პროფესიონალური ლიგების, რადგან ბევრი აქვთ დასაკარგი.იგივეა ჩვენთან საქართველოში.რა საჭიროა ფედერაცია,ან რას აკეთებს,ან რას წყვიტავს? მაგრამ კორუფციის მოსიყვარულე და ერთგული ქართველები წინააღმდეგ არიან ნებისმიერი პროფესიონალური წამოწყების.
სანდრო
02 აპრილი 2023 10:01
8
კი მართალია უეფამ მონიპოლია შექმნა, მაგრამ , ეხლა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ყველა ქვეყნის ჩემპიონს აქ (ევროპის ქვეყნებს) და სუპერლიგის ფორმატი კი სუფთა ბესპრიდელია, მაგალითად 16 ბობოლა გუნდი იამაშებს, არც არავინ გავარდება და არც არავინ დაემატება, მანჩესტერმა თუ სეზონი ჩააგდო და მეცხრეზე გავიდა მაინც ითამაშებს სუპერლიგაზე, ან მილანმა ან ბაიერმა ან პსჟმ ან ჩელსიმ, შეიძლება ვიღაცა საერთოდ ქვედა ლიგაში ამოყოს თავი მაგრამ მაინც ითამაშებს სუპერლიგას , უფრო კომერციული გახდება როგორც 6 ერი და ეგაა, განუკითხაობაა და მეტი არაფერი.
გიო
02 აპრილი 2023 00:56
0

სიახლეები პოპულარული