"ნაპოლი" იტყობინება, რომ ბრაზილიელ მცველს ჟუნ ჟეზუსს კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივეს. ამას გარდა, ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაგრძელების ოფციას ითვალისწინებს.
31 წლის ჟუან ჟეზუსმა ამ სეზონში 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ის "ნაპოლიში" 2021 წელს გადავიდა, იქამდე კი მილანის "ინტერსა" და პორტუ ალეგრეს "ინტერნასიონალში" თამაშობდა.