იტალიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ინტერი" შეხვდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მასპინძლები 83-ე წუთზე ხუან კუადრადომ დააწინაურა, ანგარიში კი რომელუ ლუკაკუმ 90+5 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა.
სანახაობრივი შეხვედრა წითელი ბარათებით დასრულდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან რომელუ ლუკაკუ, სამირ ჰანდანოვიჩი ("ინტერის" მეკარე) და ხუან კუადრადო გააძევა.
ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 26 აპრილს გაიმართება.
მეორე ნახევარფინალში კი ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ფიორენტინას" შეხვდება.