2,5 მილიარდი ევრო - "ნაპოლის" ყიდვა არაბულ ფონდს სურდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ 2022 წელს არაბული ფონდი "პარტენოპეის" სანაცვლოდ 2,5 მილიარდ ევროს სთავაზობდა.

"შარშან არაბულმა ფონდმა შემომთავაზა 2,5 მილიარდი ევრო, მაგრამ უარი ვთქვი. კლუბის გაყიდვაზე არც კი ვფიქრობ.

ეს გუნდი დე ლაურენტისების ოჯახისთვის გასართობია. რა უნდა მექნა, თუ "ნაპოლის" გავყიდდი? პრემიერლიგის კლუბი მეყიდა თუ სხვა რამ? - მე ხომ ნეაპოლური ფესვები მაქვს.

ვერ ვხედავ მიზეზს გაყიდვის, სანამ არ დავიღლებით", - აქვეყნებს დე ლაურენტისის სიტყვებს Calciomercato.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული