დღეს "მარადონაზე" საგიჟეთი იქნება - დე ლაურენტისმა დაცვაზე უარი თქვა და ულტრასებთან ზავი დადო

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფანებს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ და მის გამო უკანასკნელ ხანს გუნდს სათანადოდ არ უჭერენ მხარს. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ თუ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩისასაც არ იქნება საჭირო მხარდაჭერა, სათადარიგოთა სკამს დატოვებს და სახლში წავა.

ერთი სიტყვით, რბილად რომ ვთქვათ, რთული ვითარებაა და internapoli TeleClub Italia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ლაურენტისის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, რათა ულტრასების მხრიდან თავდასხმა გამოირიცხოს. ამისთვის პრეფექტურის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტი სტადიონამდე სპეციალური ესკორტით მიაცილონ და არენაზე
დაცვა მიუჩინონ.

დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ უცენზურო შეტყობინებებს უგზავნიან, განავალს უწოდებენ, მოკვლით ემუქრებიან, მაგრამ ის თავისუფალი ადამიანია, ქალაქში დაცვის გარეშე მარტო გადაადგილდება, არავისი არ ეშინია, კომპრომისზე არ წავა, რამეთუ არავის წინაშე თავს დამნაშავედ არ გრძნობს, მშვიდად იძინებს, ყველაფერს ივიწყებს და თუ ხვალ გარდაიცვლება, ამ ქვეყნიდან პირნათელი და საკუთარ სინდისთან პრობლემების გარეშე წავა.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, მან ულტრასებთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, არენაზე დაფდაფების, დიდი დროშების და ბანერების შეტანის უფლება დართო, ჯერ ბილეთების ფასების დაკლებაზე თანახმა არაა, თუმცა დროებითი ზავი მიღწეულია და დღეს "ვერონასთან" მატჩისას "დიეგო მარადონაზე" "ნაპოლის" ჩვეულად უქომაგებენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
უცნაური ხალხია იტალიელები,განსაკუთრებით სამხრეთი. გუნდი ჩემპიონი ხდება ვადაზე ადერე,ასევე ლიგის ნახევარფინალში გასვლას ლამობს და მაინც აკრიტიკებენ გუნდის პრეზიდენტს,აღარ მიკვირს ჩვენი,ქართველების,ბიძინამ ამდენი რამ გააკეთა და მაინც ემდურის ნახევარი საქართველო!
რერო
10:28 15-04-2023
62
ლაურენტის შენ მაინც მოსთხოვე მარიო რუის რომ ყველა პასი ხვიჩას გადააწოდოს,თამაშსაც მოიგებთ და სტადიონსაც დაგიწყნარებს "მგელი" ხვიჩა!!!
ზაზა
09:06 15-04-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული