პიოლიმ "ნაპოლისთან" დაპირისპირებამდე როტაციას მიმართა და "მილანი" "ბოლონიასთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "მილანი" სტუმრად "ბოლონიას" დაუზავდა - 1:1.

"მილანის" მწვრთნელი სტეფანო პიოლი "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ ისევე მოიქცა, როგორც ნეაპოლელთა თავკაცი ლუჩანიო სპალეტი - მეტიც, ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი არ დააყენა სასტარტოში. "ნაპოლის" ჩემპიონობა ფაქტიურად გარანტირებული აქვს, "როსონერის" კი მსგავსი ფუფუნების უფლება არ აქვს, ვინაიდან შეიძლება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს, თუმცა იმდენად დიდია 18 აპრილს "დიეგო მარადონაზე" ჩასატარებელი მატჩის მნიშვნელობა, რომ მაინც მიმართა როტაციას.

მასპინძლები 33-ე წუთზე სანსონემ
დააწინაურა, რის შემდეგაც სტუმრები ბევრს უტევდნენ და მე-40 წუთზე პობეგამ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში თანაბარი თამაში იყო, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ ქულები გაიყვეს.

"მილანი" 53 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ თუ დღეს "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "მონცას" სძლია, "როსონერი" ოთხეულს მიღმა აღმოჩნდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა რისი იმედი აქ ამ პიოლის ნუთუ ლიგის მოგების სათუო რომ გაიხადა 4-ეული.
ეეე
01:16 16-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული