სპალეტი: "მილანი" გულშემატკივრებთან ერთად უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "ვერონასთან" საშინაო მატჩის შედეგით (0:0) "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დიდად გულდაწყვეტილი არ ჩანდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სკუდეტოს მხოლოდ ნოტარიულად გაფორმება დარჩათ და მათი ყველა ფიქრი "მილანთან" მომავალ შეხვედრასთანაა დაკავშირებული. ამიტომ პრესკონფერენციაზე ბევრი არ უსაუბრია.

სპალეტის თქმით, სამშაბათის მატჩი მოითხოვს მათ ხარისხს, სწორ ტაქტიკურ დამოკიდებულებას და ისევე როგორც დღეს, გულშემატკივართა მუხტს, საერთო ჯამში "ვერონასთან" ურიგოდ არ გაისარჯნენ, გამარჯვებისთვის გოლი დააკლდათ, მიზეზი კი ისაა, რომ ბურთის უწყვეტად ფლობისას უფრო სწრაფად მოქმედება მართებდათ.

"ვერონა" მუდამ ღრმა დაცვიდან თამაშობს,
ბურთისთვის იბრძვის, ამიტომ სხვა გზები უნდა მოგვეძებნა. ბოლოსკენ მოვუმატეთ და ეს კარგია. ოსიმენი გუნდს ძალასა და ენთუზიაზმს სძენს. მას ისეთი აღნაგობა და ფიზიკური მონაცემები აქვს, რომ ნებისმიერი ბურთისთვის ბრძოლა და გოლის გატანა შეუძლია", - განაცხადა ნეაპოლური გუნდის თავკაცმა.

სპალეტიმ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა ქომაგთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომ "მილანთან" გულშემატკივრებთან ერთად უნდა მოიპოვონ გამარჯვება, ფანებთან კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საკითხი ჩვეულად გადაჭრა, ფეხბურთელები ამ სეზონის შესანიშნავად ჩატარებისათვის მაქსიმალურ თანადგომას იმსახურებენ, გუნდსა და ქალაქს შორის დიდი სიყვარულია და თუ ჩემპიონები გახდებიან, ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა დროს ექსპერიმენტების დრო არის, თუ გამოგყავდა კვარა და ოსიმენი, თავიდანვე გამოგეყვანა! ზიელინსკის ბაბუამისისაგან ერგო ჯარიმების და კუთხურების მოწოდება, მარიოზე ღარაფერ ვამბობ!! აშკარად დასანახია რომ კვარას და ოსიმენის გარეშე ნაპოლი ფარჩაკივით თამაშობს!! სპალეტის კარიერისათვის ეს არის მწვერვალი და მეტი შანსი მაგას აღარ ექნება, ამიტომ კვარას უნდა მისცეს მეტი თავისუფლება თუ უნდა რაღაცას მიაღწიოს, თორემ ნელნელა გადაიყვანა "დაცვაში"!!!!!!!!!!!!!!!!
ვაჩე!
01:56 16-04-2023
11
მარიო რუი დაასვენა რაც მთავარია, რომ პირველივე წუთებიდან გამოთიშოს კვარა თამაშიდან. სპალეტი დიდი სტრატეგი აღმოჩნდა
კაპიტან გარდენბურგი
02:04 16-04-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული