იმობილე ქალიშვილებთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა

AutoSharing Option
Rai News-ის ცნობით, "ლაციოს" თავდამსხმელი ჩირო იმობილე რომში ავტოავარიაში მოჰყვა.
ფეხბურთელის ავტომობილი Land Rover Defender-ი, რომელშიც აგრეთვე მისი ორი ქალიშვილი იმყოფებოდა, ხიდის გადაკვეთისას ტრამვაის შეეჯახა.

იმობილეს ქალიშვილები არ დაზიანებულან, თავად ჩიროს კი ხერხემალი დაუზიანდა და ნეკნი აქვს გატეხილი, ხოლო ტრამვაის რამდენიმე მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემის ცნობით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა. იმობილემ განაცხადა, რომ ტრამვაიმ წითელ შუქზე გაიარა და ავტოავარიაში დამნაშავე არაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უეჭველი რომას გულშემატკივარი იქნებოდა ტრამვაის მძღოლი და სპეციალურად დააჯახა ტრამვაი იმობილეს
მამუკა
17 აპრილი 2023 08:55
3
ტრავმაი?
მართლწერა
16 აპრილი 2023 20:46
2
ღმერთმა ყველა გადაარჩინოს!
სოსო
16 აპრილი 2023 20:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული