მოგეხსენებათ, "ბიანკოჩელესტეს" შემტევი რომში ავტოავარიაში მოყვა.
ფეხბურთელის ავტომობილი Land Rover Defender-ი, რომელშიც აგრეთვე მისი ორი ქალიშვილი იმყოფებოდა, ხიდის გადაკვეთისას ტრამვაის შეეჯახა.
იმობილეს ქალიშვილები არ დაზიანებულან, თავად ჩიროს კი ხერხემალი დაუზიანდა და ნეკნი აქვს გატეხილი, ხოლო ტრამვაის რამდენიმე მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა. იმობილემ განაცხადა, რომ ტრამვაიმ წითელ შუქზე გაიარა და ავტოავარიაში დამნაშავე არაა.