დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო ფასი დაასახელა

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი 150 მილიონ ევროდ შეაფასა და ნაკლებ ფასად ვერ შეელევა.

მიუხედავად ოსიმენის სამსახურით რამდენიმე ევროგრანდის დაინტერესებისა, დე ლაურენტისს უნდა, ნიგერიელი და მისი წარმომადგენლები კონტრაქტის გაგრძელებაში დაარწმუნოს. თავად ვიქტორი თავის ამჟამინდელ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და სრულყოფა სურს.

ყველაზე მეტად ოსიმენის მიმართ დაინტერესებას "მანჩესტერი" იჩენს.

ამ სეზონში მან სერია A-ს 24 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული