საჩუქარი "ნაპოლის" - "ტორინომ" "ლაციოს" გასვლაზე მოუგო

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში "ლაციო" მოულოდნელად სახლში "ტორინოსთან" 0:1 დამარცხდა და ლიდერ "ნაპოლისთან" 14-ქულიანი ჩამორჩენა ვერ შეამცირა.

"ლაციომ" აქამდე ბოლო 8 ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, 22 ქულა მოიპოვა და საშუალო დონის ტურინულ გუნდთან ფავორიტად მიიჩნეოდა. უნდა ითქვას, "ტორინო" "ლაციოსთვის" მეტად უხერხული მეტოქეა, რომში გასული 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმო და ოთხჯერ ფრეს მიაღწია, ამჯერად კი მოუგო კიდეც - მოუგო შვიდი წლის შემდეგ პირველად.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ჩირო იმობილე, რომელიც 16 აპრილს ავტოავარიაში მოჰყვა, გამოჯანმრთელდა, 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თუმცა
თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

გამარჯვების გოლი 43-ე წუთზე სერბმა ნახევარმცველმა ივან ილიჩმა გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ რაღაც 9 ქულა და ნაპოლი ჩემპიონია.
გია პაპა
01:02 23-04-2023
1
ტოტალიზატორშიკებს რა გეშველებოდათ ტოტალიზატორი რომ არ არსებობდეს, ცხოვრება აზრს დაკარგავდა და სამყაროში ქაოსი დაისადგურებდა. ვერაფერს ვეღარ მოუძებნიდით ახსნას. დაანებეთ მაგ ყომარობას თავი
გიორგი
07:54 23-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული