ESPN-ის ჟურნალისტმა დანიელ მარტინესმა რადიო Punto Nuovo-სთან ისაუბრა.
"ნაპოლიმ იმავე წელს მოიგო სკუდეტო, როდესაც არგენტინამ მუნდიალზე პირველი ადგილი დაიკავა. ეს არის რაღაც, რაც ყოველთვის ემოციებს მგვრის. 33 წლის წინ დიეგომ გაიმარჯვა... დღეს კი ამ ქალაქში თავიდან მღერიან.
რაც მარადონამ სიცოცხლეში გააკეთა, ყველამ იცის, თუმცა, რასაც ის სამოთხიდან აკეთებს, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. პირველი კოპა ამერიკის ტიტული "მარაკანაზე", შემდეგ "ალბისელესტეს" მსოფლიო ჩემპიონობა და ახლა "ნაპოლის" სკუდეტო. ზემოდან რაღაცაზე გავლენა მოახდინა. მაღელვებს იმის ცოდნა, რომ დიეგო კიდევ ცოცხალია და ნეაპოლში იმყოფება. ასეთი სიმბიოზი
ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის ჯერ არ მინახავს.
ამ წელს "პარტენოპეი" შესანიშნავი გუნდია, ასეთი მაგარი "მექანიზმი" მარადონას დროსაც არ ყოფილა" - განაცხადა მარტინესმა.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით