მახსოვს 70-იანი წლების ბოლოს თბილისის "დინამო" პრინციპულ მატჩს ატარებდა თბილისში. დათო ყიფიანს წინა 2 თუ 3 მატჩი ტრამვის გამო ჰქონდა გამოტოვებული და ამ მატჩში მხოლოდ სათადარიგოთა განაცხადში იყო. პირველი ტაიმი მოიგო მოწინააღმდეგე გუნდმა (1:0). არც მეორე ტაიმში აეწყო თამაში, ჩვენი ფეხბურთელები დაბნეულად თამაშობდნენ და სადღაც 70-ე წუთისათვის ნოდარ ახალკაცმა მოედანზე შემოუშვა დათო. მარტო მისი გამოჩენით სარბენ ბილიკებზე, დაინგრა სტადიონი ოვაციებით. ყიფიანს ეტყობოდა, რომ ტრამვა ბოლომდე არ ქონდა მოშუშებული, ბოლომდე ვერ აქტიურობდა, მაგრამ მისმა ყოფნამ მინდორზე ისეთი მუხტი შესძინა "დინამოს", რომ მოწინააღმდეგეს ტანკივით გადაუარეს და გაიმარჯვეს 2:1.
რატომ მოვყევი ეს ისტორია. ხვიჩამაც შეიძლება ზოგ მატჩში ისეთი თამაში ვერ აჩვენოს როგორსაც მიგვაჩვია, მაგრამ მისი როლი, თუნდაც მინდორზე ყოფნის მნიშვნელობა განუზომლად დიდია "ნაპოლისათვის".
იუვესთან მატჩში კვარას შეცვლის შემდეგ ტურინელთა დაცვის მარჯვენა მხარემ იფიქრა, ეხლა კი გავლაღდითო. მიატოვეს დაცვა და შედეგიც დაიდო.
განუზომელია ხვიჩას როლი "ნაპოლის" გაჩემპიონებაში!!!!
ერთი ტოტის არ ყავდა შენაქები ლეგენდებიდან და ტოტიმაც შეაქო . ბრილიანტი გვყავს ეგ ბიჭი . ხალისი დაუბრუნა ყველა თამაშის დღეს. ღამე რო თამაში აქვს მთელი დღე მის თამაშზე ვფიქრობ