სულ გაგიჟდნენ - ნეაპოლში მეტოქე გუნდებს სასაფლაო მოუწყვეს

AutoSharing Option
ნეაპოლსა და მის გარეუბნებში "ნაპოლის" მიმართ პატივისცემისა და აღფრთოვანების მთელი რიგი რიტუალები სრულდება, ზოგიერთი, ცოტა არ იყოს, უცნაური. სკუდეტოს მოპოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კაზ ნუევოს რაიონში ერთმა გულშემატკივარმა პატარა სასაფლაო გააკეთა და კედელზე ბანერი გამოფინა, რომელზეც დაწერა:

"მთელი იტალიის საშინელი ტკივილი: ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ჯვარს გაცვით". ჯვრებზე სერია A-ს გუნდების ემბლემებია, იქვეა დასვენებული კუბო და "იუვენტუსის", "მილანის" და "ინტერის" დროშები, რომლებიც "ნაპოლისთან" საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდნენ.

კუბოს გამოსახულებას ნეაპოლელების მხრიდან სპორტული მეტოქეების მიმართ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთი სიტყვით, ყველა თავისებურად
გამოხატავს სიხარულს და ეს მხოლოდ დასაწყისია - წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც "ნაპოლი" ოფიციალურად გახდება ჩემპიონი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
სულ არ მაინტერესებს სერია ა.მაგრამ მოწინააღმდეგე უნდა დააფასო.ამ სეზონში ყველაზე სტაბილურები იყვნენ მომდევნო სეზონში ეჭვი მეპარება ჩემპიონები გახდნენ.ასე რომ ზედმეტია რაც გააკეთენ ჩემი აზრით
За мечту, за Родину
09:53 28-04-2023
7
ჩვენი დამკრძალავი რიტუალებისა (კუბოს სამჯერ დატრიალება და ა.შ.) თუ უცნაური საფლავების პატრონები ნეაპოლელებს დავცინით?
ILIA
09:29 28-04-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული