როცა "დიეგო მარადონაზე" შეხვედრა დაიწყება, ამ დროს "ინტერისა" და "ლაციოს" დაპირისპირება დასრულებული იქნება. ჯერ ამ შეხვედრას (14:30 სთ-ზე) უნდა ჩავუსხდეთ!.. ამის შემდეგ, ნეაპოლელებს უკვე ეცოდინებათ, ჩემპიონობასთან ერთი გამარჯვება თუ დააკავშირებთ (ამისთვის ჯერ "ლაციომ" ვერ უნდა მოიგოს). სერია "ა"-ს გამარჯვებულის ვინაობა უკვე
ერთ დროს აუტსაიდერობისთვის განწირული "სალერნიტანა" კი უკვე დიდი ხანია, არ აგებს, უკანასკნელ 8 მატჩში 2 გამარჯვება და 6 ფრე აქვს, მათ შორის, "მილანთან" და "ინტერთან" (ორივე 1:1). ამაში თავისი დიდი წვლილი 37 წლის მექსიკელმა მეკარემ, გილერმო ოჩოამ შეიტანა, რომელიც ზამთრის სატრანსფერო პასუზისას გადაიბირეს. ირვინგ ლოსანოს თანამემამულესთან დაპირისპირება ელის.
ამ გუნდების პირველი მატჩი იანვარში შედგა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გაციების გამო გამოტოვა. მაშინ სტუმრებმა დი ლორენცოსა და ოსიმენის გოლებით (2:0) გაიმარჯვეს. 1945 წლიდან მოყოლებული, ისინი ერთმანეთს 27-ჯერ შეხვდნენ და "სალერნიტანამ" მხოლოდ სამჯერ მოიგო. ბოლო შეხვედრებში მათ ნეაპოლელების კარში გოლის გატანაც უჭირთ.
ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონატში საუკეთესო შეტევა (67 გოლი გაიტანეს) ჰყავს, ხოლო საკუთარ კარში იმდენივე გოლი მიიღეს (21), რამდენიც მეორეადგილოსანმა "ლაციომ." უკანასკნელ მატჩებში "ნაპოლი" საკუთარ თავს არ ჰგავს, "მილანთან" გოლის გატანა ხომ გაუჭირდა და საკუთარ მოედანზე ვერც "ვერონას" კარი (0:0) აიღო.
ათწლეულები გავა, მონატრებულ სკუდეტოზე კი პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს გაიხსენებენ. მათ ჩვეულ თამაშს, რაც ბოლო პერიოდში ძველებურად ვეღარ ვნახეთ, "სალერნიტანასთანაც" ველით. რადგანაც საქმე საჩემპიონო მატჩთან გვაქვს, სპალეტის ბიჭების მხრიდან შესაბამის განწყობასა და ოპტიმალურ შემადგებლობას ველით, ვინც საჩემპიონო სეზონის ძირითადი შემოქმედი იყო. გუნდს რუი და პოლიტანო აკლია: მერეტი - დი ლორენცო (კაპ), რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
შეხვედრას მარჩენარო განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს აგვისტოში, "ლეჩესთან" მოუგებელ (1:1) მატჩში მოემსახურა.
"ნაპოლის" მატჩი გადაიტანეს - ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს სრულფასოვანი ზეიმის საშუალებას აძლევენ...
კარგი ვთქვათ ლაციომ მოიგო ყველა თამაში და ნაპოლიმ წააგო ყველა მომდევნო. კვარა ჩემპიონი ვერ გახდა და ლაციო გაჩემპიონდა. თქვენ ამით რა?
ორი დღე გაიხარებთ ლაციოს ზეიმით და მერე რა შეემატება თქვენს უბედურ, გასაცოდავებულ ჩამორჩენილ და უინტერესო ცხოვრებას?
ფეისბუქ კომენტარები წავიკითხე ახლა და რაღაცნაირად შემრცხვა, რომ ამ ხალხს წარმოვადგენ.