"ნაპოლი" სკუდეტოს არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგებს, კლუბის პრეზიდენტი კი საჩემპიონო აღნიშვნასთან დაკავშირებით ჩუმადაა. როგორც ჩანს, კინოპროდიუსერი რაღაცას გეგმავს, რომელიც არავინ იცის.
"პარტენოპეის" პრეზიდენტს უყვარს გაოცება. დიდი წვეულებისთვის აურელიოს, კაც-შოუმენს, ალბათ, ათასობით იდეა მოსდის, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ზოგადად, დე ლაურენტისს უყვარს სიურპრიზები და ადამიანების გახარება. თუმცა ახლა ჟენევაში (შვეიცარია) იმყოფება. სანამ ნეაპოლში დაბრუნდება ალბათ, უდიდესი წვეულების დაგეგმვაზე ფიქრობს" - წერს ერთ-ერთი იტალიური მედია.
შეგახსენებთ, "ნაპოლის" სკუდეტო 33 წელია არ მოუგია, წელს კი ისტორიაში მესამედ იზეიმებენ თასს.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით