Napoli News-ის ცნობით, "ნაპოლის" მცველ კიმ მინ ჯეს ზაფხულში სამხრეთ კორეაში სამკვირიანი სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს. ამ ინფორმაციამ ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრები გაახარა.
კიმ მინ ჯე "ნაპოლის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, საერთო წარმატებაში წვლილი შეაქვს და კორეელის კლუბთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში პუნქტია, რომლის მიხედვით ამა წლის 1-დან 15 ივლისამდე მსურველ კლუბს მისი კონტრაქტის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
სწორედ ამ პერიოდში კიმ მინ ჯე სამშობლოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში იქნება და უცხოურ კლუბებთან შესაძლო მოლაპარაკებების გამართვისა და სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება არ ექნება.
მან ამ
სეზონში სერია A-ს 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
პოსტ სკრიპტუმ. არ მითხრას ეხლა ვინმემ, ქვეყანას გააჩნიაო. სადაც ცხოვრობ, იმ ქვეყნისთვის თავი უნდა დადო ვინც არ უნდა იყო, გავლენიანი სპორტსმენი თუ დეპუტატის ან/და მაღალჩინოსნის შვილი!