კიმ მინ ჯეს ჯარში გაიწვევენ - რამ გაახარა ნეაპოლელი გულშემატკივრები?

AutoSharing Option
Napoli News-ის ცნობით, "ნაპოლის" მცველ კიმ მინ ჯეს ზაფხულში სამხრეთ კორეაში სამკვირიანი სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს. ამ ინფორმაციამ ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრები გაახარა.

კიმ მინ ჯე "ნაპოლის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, საერთო წარმატებაში წვლილი შეაქვს და კორეელის კლუბთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში პუნქტია, რომლის მიხედვით ამა წლის 1-დან 15 ივლისამდე მსურველ კლუბს მისი კონტრაქტის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

სწორედ ამ პერიოდში კიმ მინ ჯე სამშობლოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში იქნება და უცხოურ კლუბებთან შესაძლო მოლაპარაკებების გამართვისა და სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება არ ექნება.

მან ამ
სეზონში სერია A-ს 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეა, ყველა ნორმალური ქვეყანა მოზარდს არმიაში იწვევს, ჩვენგან განსხვავებით, სადაც პრივილეგირებულთა კასტაა...
პოსტ სკრიპტუმ. არ მითხრას ეხლა ვინმემ, ქვეყანას გააჩნიაო. სადაც ცხოვრობ, იმ ქვეყნისთვის თავი უნდა დადო ვინც არ უნდა იყო, გავლენიანი სპორტსმენი თუ დეპუტატის ან/და მაღალჩინოსნის შვილი!
ლაშა
23:32 28-04-2023
3
სამ კვირიანი მომზადება ცუდი არაა, მეტიც ყოველ 3-5 წელში ახლიდან რომ იყოს ეგეც კარგია, მაგრამ გაიწვიო ჯარში პიროვნება რომელსაც არ სურს ან არ არის ჯარისთვის გაჩენილი და ამ დროს სხვა რამეში გამოადგებოდა ქვეყანას ( მაგალითად გამოვიდოდა ექიმი, ინჟინერი, ფინანსისტი ან რამე ) არასწორია და ზიანის მომტანი, კონტრაქტიანმა ჯარმა ჩვენ კი არა რომის იმპერია ააშენა, დააწესონ ნორმალური პირობა და რიგები იქნება
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული