გაირკვა, რამდენი ქულა აშორებს "ნაპოლის" სკუდეტომდე

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "სალერნიტანასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა, ფრეს დასჯერდა (1:1) და საჩემპიონო ზეიმი გადაედო. ცნობილი გახდა, რამდენი ქულა აშორებს ნეაპოლურ გუნდს სკუდეტომდე.

"იუვენტუსი" "ბოლონიას" დაუზავდა (1:1) და ოქროს მედლების მოპოვების თეორიული შანსი დაკარგა. 79 ქულით ლიდერი "ნაპოლია", რომელსაც 18 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანი "ლაციო". იმისათვის, რათა ჩემპიონები გახდნენ, ნეაპოლელებს შემდეგ ტურში "უდინეზესთან" 1 ქულის მოპოვებაც ჰყოფნით.

3 მაისს "ლაციო" "სასუოლოს" უმასპინძლებს, "ნაპოლი" კი 4 მაისს სტუმრად "უდინეზეს" დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაპოლი ჩემპიონი რომ გახდებოდა უკვე პირველი წრის ბოლოს აღიარებდა ყველა ...მსგავსი თუ მენახოს რომელიმე ტოპ ჩემპიონატში...პირველს და მეორე ადგილებს შორის ამდენი ქულით სხვაობა...მართლაც კურიოზულია ისეთი ტოპ ჩემპიონატისთVის როგორიც სერია ა...ხვიჩამ თავისი შეასრულა უკვე და თან რა დონეზე შეასრულა...მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა...ახლა თუ ჩავარდნა აქვს...ეგ მარტო მას ნუ დავაბრალებთ..მთელი გუნდია ჩავარდნილი...გადაღლილი...და მოტივაცია დაკარგული...სულ სხვა შემართება და მოტივაცია იქნებოდა რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასულიყვნენ...მაგრამ..წელს ესეც ძალაინ დიდი მიღწევაა ნაპოლისთVისდა..იმედია მომავალში არაერთი შასნი ექნებათ ევროპულ ასპარეზზე..აწი შეუძლია სპალეტის ჩვენი ბიჭი დაასვენოს და არ გადაწვას...თან კარგად იცის რომ ფაქტოურად ხვიჩას ერთი წელია..არც დაუსვენია...თუ არ ჩავთლიტ..ტარმვის გამო გამოწვეულ გაცდენებს.ახლა უნდ აგაფრთხილება მის ასაკში რომ ზედმეტი ნაგრუზკა არ მისცეს..ხვიჩამ კიდევ დრო მოახმაროს განვითარებას უფრო...დახვეწოს კარშIდ არტყმის სხვადასხვა ტექნიკა...არ შეიძლება შემტევ ფეხბურთელს არსენალში მხოლოდ ერტი ტიპის დარტყმის ტექნიკა ჰქონდს....მუდამ მოჭრილს ურტყამს ამიტომ..ვინმე გამოცდილი სპეციალისტი აიყავნოს და ამაზე ივარჯიშოს...ასევე..მოსამატებელი აქვს გამძლეობაზე..ფიზიკური დატვირთვები ატანაზე..სისწრაფეც მოსმატაებელი აქვს..,ადგილიდან სტარტი...მოკლედ გულით ვულოცავ ჩვენს ხვიჩას პირველ დიდი გამარჯვებას..და ეს ყოფილიყოს მომავალი მრავალი გამარჯვებების საწინდარი
bujanga
01 მაისი 2023 18:21
1
ნაპოლი ჩემპიონია და რაში გვაინტერესებს იტალიის ჩემპიონატის დებულება,უსარგებლო ცოდნით ნუ გაივსებთ ტვინის გიგაბაიტებს.
კუბის ნავთობის მარაგი და ავსტრალიაში მამალი კენგუროების რაოდენობა შეიძლება გაიზეპირო,მაგრამ რაში გამოგადგება?
Levani
01 მაისი 2023 17:24
1
1 :)
ზურა
01 მაისი 2023 15:16
0
სპალეტი არის საშუალო დონის მწვრთნელი. ყველა თამაშს (შინ თუ გარეთ, იგებს თუ აგებს) თამაშობს ერთ სტილში, ერთი ტაქტიკური სქემით. ყარაულის თოფივით ერთი-ორჯერ "გაუვარდა" შეცვლის გამოცნობა, თუმცა გუშინდელ მატჩში მაქრად მიქარა ოლივერა რომ გამოცვალა.
ძველი გულშემატკივარი
01 მაისი 2023 11:39
8
ოლივეირამ გაფრთხილება მიიღო,მერე კინაღამ მეორეც და უმნიშვნელო ჯარიმაზეც კი,გაძევება ემუქრებოდა.მილანთანმ ასეთი გაჭირვება არ იყო ამიტომ ანგისას შეცვლა არ იჩქარა ,გააძევეს და სპალეტის დაბრალდა,ახლა კი,გაძევებას გადაარჩინა და ესეც შეცდომააო.მარიო რუისაც ტრავმა აქვს და სხვა მარცხენა მცველიმ,ნაპოლის არ ჰყავს,სწორედ ამიტომ შეინახა ოლივეირა.პრობლემა ის არის,რომ შეცვლისთამნავე,მისი პოზიცია სხვა მცველმა არ დაიკავა და ამ წამიერი მომენტით წარმატებით ისარგებლეს მეტოქეებმა.ჟესუსს უნდა შეეტანა დავალებები მცველთა ახალ განლაგებაზე,მაგრამ ადგილზე მისვლაც ვერ მოასწრო,რომ სალერნიტანამ სწორედ იმ წერტილიდან დაარტყა,რისი დაფარვაც ვერ მოასწრეს ნაპოლის ფეხბურთელებმა.ოსიმენმა და კვარამ,პოზიცია ვერ დაიცვეს.საერთოდ შემჩნეული მაქვს,როცა ხვიჩა თავის კაცს მიდევს და დაცვაში ჩამოსდევს,ბოლომდე მიჰყვება და ჩვეულებრივ,ან ბურთს ართმევს,ან კიდევ იგერიებს შეტევას,თუმცა როცა მცველი ადგილზე ეგულება,საკმაოდ უწადინოდ ჩამოდის უკან და უფრო გადმოვარდნილ ნურთზე იბრძვის,ვიდრე შეტევის მოგერიებაზე.გასაგებია,რომ თავდამსხმელი ასეც უნდა იყოს,თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში,მცველის პოზიციას,ოსიმენი იცავდა,ხვიჩა კი,ახლაც პასიურად მიჰყვა,მის მომტყუებელ მეტოქეს და მერე, უკვე ხელს ვეღარც შეუშლიდა,გაძევების გარეშე.
სოსო
01 მაისი 2023 20:05
0
სპალეტი მალე რომელიმე გრანდში წავა, სლუცკის ფანებო. ხვიჩასაც 100+ მილოინად იყიდიან. თქვენ საკუთარ მამიდებს მიხედეთ.
გიორგი
01 მაისი 2023 12:22
9
ლაციომ შეიძლება სასუოლოსთან ქულები დაკარგოს და ნაპოლი უდინეზეს უკვე ჩემპიონის სტატუსით შეხვდება.
irakli81
01 მაისი 2023 10:46
2
ბარემ უდინეზესთან წააგონ და მერე სახლში იზეიმონ :)
ნიკა
01 მაისი 2023 10:22
5
ეგეც აზრია, მაგრამ ლაციომ თუ ვერ მოიგო უკვე ავომატურად ჩემპიონები ხდებიან თამაშის დაწყებამდე
papai
01 მაისი 2023 10:47
1
ლაციო ყველა თამაშს ვერ მოიგოს. არც ნაპოლი წააგებს ყველა თამაშს.
მაგრამ თუ გაინტერესებთ, წესი ასეთია:
ამ სეზონიდან დაწყებული, თუ სეზონის ბოლოს პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ქულებით თანაბარი იქნებიან, ტიტულის დასადგენად ნეიტრალურ ადგილზე გაიმართება პლეი-ოფის ტაიბრეიკერის მატჩი. ტაიბრეიკერს არ ექნება დამატებითი დრო და სანაცვლოდ პირდაპირ გადავა პენალტების სერიაში, თუ 90 წუთის შემდეგ გუნდები თანაბარი იქნება.
ქ. გ.
01 მაისი 2023 10:21
1
ყველა რომ წააგონ და ლაციომ ყველა მოიგოს, თანაბარი ქულები ექნებათ. გადასწრებით მაინც ვერ გადაუსწრებს ლაციო ძაანაც რომ მოინდომონ. თანაბარი ქულების შემთხვევაში რახდება აღარ ვიცი
@
01 მაისი 2023 08:46
1
თანაბარი ქულების შემთხვევაში იტალიაში დამატებითი თამაში ინიშნება 1,2 ადგილოსანს შორის მე როგორც ვიცი.
გიორგი777
01 მაისი 2023 10:07
1

სიახლეები პოპულარული