"ნაპოლი" 33 წლის შემდეგ პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი და პირველმა წარმატება "მილანმა" მიულოცა:
"ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვებას ვულოცავთ. დიადი ფინიში და დამსახურებული ტიტული".
"მილანმა" "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სძლია, სერია A-ში კი 33 ტურის შემდეგ 59 ქულით მე-6 ადგილზეა და 6 მაისს "ლაციოს" უმასპინძლებს.
"ნაპოლი" ჩემპიონის რანგში 7 მაისს "ფიორენტინას" სახლში დაუპირისპირდება.
პ.ს. მარადონას საკლუბო ფეხბურთი არ მახსოვს სამწუხაროდ...