სპალეტის მომავალი დღეს გადაწყდება? - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიური პრესა

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დღეს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტისთან ერთად ივახშმებს და მხარეები სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ახალი 2-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, თავის მხრივ კი "პარტენოპეის" მენეჯერს აინტერესებს თუ რა გეგმები აქვს გუნდის მფლობელს, აპირებს თუ არა გუნდის გაძლიერებას, ან ლიდერების გასხვისებას.

შეგახსენებთ, რომ სპალეტის სამსახურით პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან. თავის მხრივ, იტალიურ პრესაში ლუჩიანო შესაძლო შემცვლელთა გვარების დასახელდა, რომლებიც ვინჩენცო იტალიანო, რაფაელე პალადინო და ანდრეა სოტილი არიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გააშუქეთ რა საჭიროა სპალეტის მომავალი
4
აქ ხვიჩას ნაპოლის ბედზეა საუბარი და ძიუდო რაშუაშია?
თენგო
18:45 12-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული