დათანხმდება ზილენსკი ხელფასის შემცირებას? - ნახეთ, რა მანქანა შეიძინა

AutoSharing Option
28 წლის პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ზილენსკის "ნაპოლიში" დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

areanapoli იტყობინება, რომ კლუბი 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის სამი წლით გახანგრძლივებას და სეზონური 3.5-მილიონევროიანი გასამრჯელოს 2.5 მილიონამდე შემცირებას სთავაზობს.

ზილენსკი ნეაპოლში თავს შესანიშნავად გრძნობს, დღეს "ინსტაგრამზე" ახლადშეძენილ, ორიგინალურ Fiat 500-თან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც თავისი მეოცე ნომერი დააწერა და გუნდში დარჩენა-არდარჩენის თაობაზე ფიქრობს.

პიოტრი "ემპოლიდან" "ნაპოლიში" 2016 წელს გადავიდა და მას შემდეგ კლუბში 231 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
28 წლის ნახევარმცველს, რომლის სტილიც ისეთია რომ ამ ასაკში აქვს პიკი, რომელიც ჩემპიონის გუნდის ძირითადის ფეხბურთელია, ხელფასს უმცირებენ. აბა ხვიჩასთვის სუპერ კონტრაქტი გაუკეთებიათ 2027 ბოლომდე 4 მლნ ბონუსებით. არ გამოვა ნაპოლისგან დიდი კლუბი - მაგაა სწორი მენეჯმენტი უნდა. ეს უბრალოდ გამონათება იყო, სადაც ბევრი ფაქტორი დაემთხვა მათ სასიკეთოდ - კვარა+კიმი+ოსიმენი და სხვა გუნდების საშინელი ჩავარდნა.
1
ასეთ პატარა მანქანას თუ დასჯერდა, პატარა ხელფასაც დათანხმდება. რა პრობლემაა?
G.LA
21:45 12-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული