მოგეხსენებათ, "ლომბარდიელთა" საქმეები ხეირიანად ვერ მიდის. შიდა სარბიელზე ჩემპიონთა ლიგის ზონას საგრძნობლად მოშორდა და "ინტერთან" ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩიც 0:2 დათმო.
პიოლი და მისი ბიჭები სიტუაციის გამოსწორებას დღეს თბილისის დროით 23:00 საათიდან შეეცდებიან, როდესაც "ნერიაძურისთან" დაპირისპირების მეორე შეხვედრა დაიწყება.