RMC Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" ცენტრალური მცველის კიმ მინ ჯეს სამსახურით "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერი", პსჟ და "ლივერპული" არიან დაინტერესებული.
გამოცემის მტკიცებით, კორეელის აგენტებს პსჟ-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, ხოლო "ლივერპულმა" "ნაპოლის" ოფიციალურად მიმართა.
კიმ მინ ჯეს მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში იჩენს, რომელიც მიიჩნევს, რომ ის მათ გუნდში ადვილად ადაპტირდება და დასახული ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება.
თავად კიმს გული უფრო ინგლისისკენ მიუწევს, რამეთუ მათ ჩემპიონატს მსოფლიოში საუკეთესოდ თვლის.
მან ამ სეზონში "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2
საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 50 მილიონი ევროა.