კიმ მინ ჯეს მთხოვნელების რიგი დაუდგა

AutoSharing Option
RMC Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" ცენტრალური მცველის კიმ მინ ჯეს სამსახურით "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერი", პსჟ და "ლივერპული" არიან დაინტერესებული.

გამოცემის მტკიცებით, კორეელის აგენტებს პსჟ-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, ხოლო "ლივერპულმა" "ნაპოლის" ოფიციალურად მიმართა.

კიმ მინ ჯეს მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში იჩენს, რომელიც მიიჩნევს, რომ ის მათ გუნდში ადვილად ადაპტირდება და დასახული ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება.

თავად კიმს გული უფრო ინგლისისკენ მიუწევს, რამეთუ მათ ჩემპიონატს მსოფლიოში საუკეთესოდ თვლის.
მან ამ სეზონში "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2
საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 50 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩა და კიმი ლივერპულში კლოპთან. გაზრდის მეტი საშუალება ექნებათ
ვანჩოპე
09:13 19-05-2023
2
მთხოვნელთა რიგი დაუდგაოო!
ნინა,ნინა,ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა?
გათხოვება რომ მინდოდეს,
შუამავალი რად მინდა?!
რავა მაგასაც გათხუებას უპირობეენ?
სოსო
02:25 19-05-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული