სპალეტი გაჯიუტდა - კონტრაქტის გაგრძელებაზე უარსაა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა

AutoSharing Option
"ნაპოლიში" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის მდგომარეობა თანდათან უფრო და უფრო რთულდება, - იტყობინება "რეპუბლიკა".

კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფციით ისარგებლა და სპალეტის კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გაუხანგრძლივა, უნდა კიდევ ერთი სეზონით გაუგრძელოს, მაგრამ უარი მიიღო.

თითქოს გასულ კვირაში ერთად სადილობისას მათ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ჯერ არაფერი არაა გარკვეული და არავინ იცის, ყოველივე ამას რა შედეგები მოჰყვება. დე ლაურენტისი სპალეტის ხელფასის 2.8 მილიონი ევროდან 3.5 მილიონამდე მომატებას და გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსთვის კარგ ბონუსებსაც დაჰპირდა, რაც ლუჩანოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

Football Italia-ს
მტკიცებით, ხუთშაბათს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დე ლაურენტისი გუნდის თავკაცზე საუბარს აშკარად გაურბოდა და მათ შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, რისი მიზეზიც მხოლოდ ფინანსური საკითხი არაა. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ტოსკანელი მის უნებართვოდ თანამშრომლობის გაგრძელებით უკმაყოფილოა, აგრეთვე პროექტის გარანტიების არქონით და სპორტული დირექტორის კრისტიან ჯუნტოლის "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგებით. ხელშეკრულების თანახმად, სპალეტის "ნაპოლიდან" წასვლის შემთხვევაში, ჯარიმების გადახდა და ერთი წლით უმუშევრად დარჩენა მოუწევს.

ერთი სიტყვით, სიტუაცია ჯერჯერობით ძალიან რთულია და ძნელი სათქმელია, მოვლენები როგორ განვითარდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გადაშლილი წიგნია სპალეტი. რომ არა ხვიჩას ფენომენალური თამაში სეზონის პირველ ნახევარში, ნაპოლი ცხრილის შუაში დაასრულებდა. ვნახეთ ბოლო 10 თამაში რას წარმოადგენს ეგ გუნდი
ლადო
09:05 19-05-2023
5
დე ლაურენტისი ისეთი ძუნწია, დაღუპავს გუნდს: ხელფასების გადახდა ამას არ უნდა და ისე, მიზერულ ხელფასებზე ვინ ითამაშებს _ გაიქცევიან ფეხბურთელები. მე ხვიჩა მადარდებს, თორეეე...
გია
11:17 19-05-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული