ტოსკანელი სპეციალისტის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ის ამჟამად 2,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახალი ხელშეკრულებით კი "პარტენოპეის" დამრიგებლის ხელფასი 3,5 მილიონი ევრო იქნება, რასაც საბონუსე სისტემაც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სპალეტი გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა, მხარეებმა სამომავლო მიზნები განიხილეს და როგორც ჩანს, ყველაფერი დადებითად დასრულდა.