სპალეტიმ განაცხადა, რომ ფრთების დაჭრა კი არა ბუცები სჭირდება და არაფერზე უთქვამს უარი

AutoSharing Option
"ინტერთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ყვითელი მაისურით მივიდა და თქვა, რომ როდესაც გუნდი ჩაიბარა, მაისურზე წარწერა გაიკეთა: "მე შენთან ვიქნები და არასოდეს არ უნდა დანებდე", ახლა კი დაუმატა - "ჩემპიონები".

სპალეტის თქმით, "ნაპოლი" ახალგაზრდული და ამბიციური გუნდია, მოლოდინი გაიზარდა, ზოგიერთი ფანტასტიკური ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთა შორის ჟურნალისტებმა სხვებზე წინ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია დააყენეს, თუმცა მათ გარეშეც მოიპოვეს გამარჯვებები, ფეხბურთზე 24 საათის განმავლობაში ფიქრობს და როგორც კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ბრძანა, ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგონ.

ტოსკანელმა სპეციალისტმა
განაცხადა, რომ არ იცის ფრთების დაჭრით დე ლაურენტისმა რა იგულისხმა, ფრთები კი არა წყვილი ბუცი სჭირდება, ამაზე თვითონ პრეზიდენტს უნდა ჰკითხონ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე და ხელფასის მომატებაზე უარი არ უთქვამს და არც სხვა კლუბებიდან აქვს შეთავაზებები.

რაც შეეხება "იუვენტუსში" გადასვლაზე დასმულ კითხვას, მოკლედ უპასუხა, რომ მხოლოდ ამ სეზონზე შეუძლია ლაპარაკი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამასობაში არსენალმა დღეს სიტი ჩემპიონი გახადაააა
არა რუსეთს
22:47 20-05-2023
10
ფაქტი ის არის რომ შარშან ბრინჯაო და წელს ოქრო,თანაც სათადარიგო სკამზე 4 ნორმალური ფეხბურთელი ყავს.ამის შემდეგ როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა და აგინო მითუმეტეს ქართველს.მისი დამსახურება არ არის რომ მთელი საქართველო ნაპოლის თამაშებს ველოდებით რათა ჩვენი ბიჭის ცქერით დავტკბეთ.
ამაშია საქმე
22:21 20-05-2023
2

სიახლეები პოპულარული