"იუვენტუსი" სპალეტის დათანხმებას ცდილობს - რას წერს იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
"იუვენტუსი" "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის გადაბირებით დაინტერესდა, ამის შესახებ ინფორმაციას Repubblica ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბიანკონერის" ხელმძღვანელები ამ ზაფხულს კრისტიანო ჯუნტოლისთან ერთად, ტოსკანელი სპეციალისტის მიწვევას გეგმავენ.

"ნაპოლი" ფრთხილად უნდა იყოს, "იუვენტუსი" სპალეტის გადაბირებას გეგმავს, 64 წლის სპეციალისტმა "პარტენოპეის" მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება იუარა, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მალე მხარეები თანამშრომლობას შეწყვიტავენ", -წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, სპალეტი "ნაპოლის" 2021 წლიდან წვრთნის, "პარტენოპეიმ" მისი ხელმძღვანელობით 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო.

altფედელე: ვიცი, რატომ მიდიან სპალეტი და ჯუნტოლი "ნაპოლიდან"

alt"ცხოვრებაში თავისუფლება ფასდაუდებელია" - სპალეტი და "ნაპოლი"

დასრულდა?

altCorriere dello Sport: finita. სპალეტი "ნაპოლის" დაემშვიდობება
 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაპოლიდან რა ყველას იუვეში უნდა გადასვლა? სხვა თუ არაფერი იგუანის ტრანსფერის გახსენება კმარა, როდესაც უკიდურესად მოიძულეს ფეხბურთელი. პირდაპირ ღალატში დაადანაშაულეს!
ვაი და აურელიოს ნაპოლიმ ისევ წარმატებას მიაღწიოს? თუმცა წუწურაქობაც არ ვარგა მისი მხრიდან. გრანდიც უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ამ ტურნირიდან შემოსული მილიონების ჩათვლით, მაგრამ ხელფასების გაზრდა არა!
კოლოსალურ ხელფასებზე ხომ არაა საქმე? მაგრამ მთლად ისე რომ არ გამოვიდეს, რომ პოგბას ან აზარის მსგავსად უამრავი ფული უხადო ფეხბურთელს და ის ტრავმიანობდეს ესეც გაუგონარი ფაქტია!
ლაშა
15:52 20-05-2023
1

სიახლეები პოპულარული